როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა საიდან ფინანსდები! - ხაზარაძე
1735250004
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა შეასრულოს მოსკოვის წინადადებები „ახალ ტერიტორიებთან“ დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსი სამხედროები იმოქმედებენ. ამის შესახებ CNN წერს.
„მტერმა კარგად იცის ჩვენი წინადადებები რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დემილიტარიზაციისა და დენაციონალიზაციის შესახებ და იქიდან რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხის აღმოფხვრის შესახებ, ჩვენი ახალი ტერიტორიების ჩათვლით (უკრაინის ოკუპირებული 4 რეგიონი, რომელსაც რუსეთი დამოუკიდებელს უწოდებს).
დარჩენილია მხოლოდ ერთი რამ: შეასრულოს ისინი, სანამ გვიან არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის არმია საქმეს თავის ხელში აიღებს. კონფლიქტის ხანგრძლოვობასთან დაკავშირებით ბურთი ვაშინგტონისა და მისი რეჟიმის მოედანზეა. მათ შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში შეაჩერონ უშედეგო წინააღმდეგობა“, - დასძინა სერგეი ლავროვმა.