ბოლო 9 თვეში, საქართველოს საზღვარი რუსეთის მილიონზე მეტმა მოქალაქემ გადმოკვეთა

ტურიზმი

2022 წლის მარტიდან ნოემბრის ჩათვლით, ბოლო 9 თვის განმავლობაში საქართველოს საზღვარი რუსეთის 1 274 006-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მონაცემების მიხედვით, ნოემბრის თვეში საქართველოში რუსეთის 121 454 მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 347%-ით მეტია.

მარტიდან ნოემბრამდე პერიოდში რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დინამიკა ასეთია:

მარტი – 45 068 რუსეთის მოქალაქე;
აპრილი – 48 797 რუსეთის მოქალაქე;
მაისი – 69 772 რუსეთის მოქალაქე;
ივნისი – 135 457 რუსეთის მოქალაქე; 

ივლისი – 236 734 რუსეთის მოქალაქე;
აგვისტო – 260 810 რუსეთის მოქალაქე;
სექტემბერი – 222 274 რუსეთის მოქალაქე;
ოქტომბერი – 133 640 რუსეთის მოქალაქე;
ნოემბერი – 121 454 რუსეთის მოქალაქე.

აპრილი – ნოემბრის პერიოდში რუსეთი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის სტატისტიკაში პირველ ადგილზეა. ნოემბერში მეორე პოზიციაზე თურქეთი, მესამე ადგილზე კი სომხეთია, რომელსაც მოსდევს უკრაინა, ისრაელი, ევროკავშირის ქვეყნები და აზერბაიჯანი.

ამავე მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში სახელმწიფო საზღვრის კვეთა სულ 1 403 507-ჯერ განხორციელდა (შემოსვლა+გასვლა). მოქალაქეების 66% უცხოელი იყო, 34% კი – ქართველი.