კოლუმბიაში ქალს ბარგში 130 შხამიანი ბაყაყი უპოვეს

ბაყაყი

კოლუმბიაში ქალს ბარგში 130 შხამიანი ბაყაყი უპოვეს. შემთხვევა დედაქალაქ ბოგოტას საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. როგორც ბრაზილიელი ქალი განმარტავს, მას ბაყაყები საჩუქრად სამხრეთ კოლუმბიის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გადასცეს.

შხამიანი ბაყაყების აღნიშნული სახეობა, არლეკინი, საკმაოდ უნიკალურია. თითოეულის ღირებულება, BBC-ის ინფორმაციით, $1 000-ს აღწევს. ბოგოტას გარემოს დაცვის მდივნის, ადრიანა სოტოს თქმით, ბაყაყების ფლობისათვის ჯარიმამ, შესაძლოა, 56 მილიონ პესოს მიაღწიოს ($14 300).

არლეკინის ბაყაყები ძალიან პატარა, ადამიანის ცერა თითის ზომის არიან. ისინი მომაკვდინებლად ტოქსიკურ შხამს ატარებენ. წარსულში ადგილობრივები მათ ნადირობისას, ისრებზე ამაგრებდნენ. როგორც ცნობილია, არლეკინის შხამი პატარა ცხოველების ადგილზე მოსაკლავად საკმარისად ძლიერია.

ასევე ნახეთ:

დააჯამეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედ–იღბალზე

როგორ სიურპრიზს უმზადებს ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს უახლოეს დღეებში

"ახლა წავალ და რომ დავბრუნდები, შევხვდეთო... ისე გამოვიდა, რომ დაგვემშვიდობა... მკვდარი ვარ" - ზაზა კოლელიშვილი მეგობართან უკანასკნელ საუბარზე