კირ სტარმერი - ტრამპმა გლობალური საუბარი შეცვალა და შესაძლებლობა შექმნა

კირ სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც კიევში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს ონლაინ მიმართა, განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა „გლობალური საუბარი შეცვალა“ და „შესაძლებლობა შექმნა“.

„ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი კოლექტიური ძალების მობილიზება სამშვიდობო პროცესისთვის. პრეზიდენტმა ტრამპმა ბოლო კვირების განმავლობაში გლობალური საუბარი შეცვალა და ეს შესაძლებლობას ქმნის“, – განაცხადა სტარმერმა.

სტარმერმა კიევში გამართულ უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებაზე ასევე განაცხადა, რომ მდგრადი მშვიდობისთვის აუცილებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინა იყოს წარმოდგენილი.

„ახლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ფუნდამენტური საკითხები სწორად. თუ გვსურს, რომ მშვიდობა იყოს მდგრადი, უკრაინას უნდა ჰქონდეს ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან და ნებისმიერი შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს სუვერენულ უკრაინას, რომელსაც ექნება ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები“, – განაცხადა სტარმერმა.

სტარმერმა გაიმეორა ადრე გაკეთებული შეთავაზება, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა, განალაგოს სამშვიდობო ძალები უკრაინაში ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების მთლიანობის შესანარჩუნებლად.

„დიდი ბრიტანეთი მზად არის და სურს, მხარი დაუჭიროს ამას ჯარებით ადგილზე, სხვა ევროპელებთან ერთად და სათანადო პირობებით. საბოლოოდ, აშშ-ს მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის შეკავებისთვის, რათა მან რამდენიმე წელიწადში კვლავ არ დაიწყოს ახალი შეჭრა“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა.