კირ სტარმერი - პუტინი რასაც არ უნდა ეუბნებოდეს საკუთარ თავს, რუსეთი უკრაინაში ომს არ იგებს

კირ სტარმერი

პუტინი რასაც არ უნდა ეუბნებოდეს საკუთარ თავს, რუსეთი უკრაინაში ომს არ იგებს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება, მათ შორის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღებით“, – აღნიშნა სტარმერმა.

მისი თქმით, ეს საკითხი დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხოლო ევროპამ უნდა გააგრძელოს ზეწოლა პუტინზე.

„რეალობა ასეთია – უკრაინა მტკიცედ დგას. ბოლო კვირების განმავლობაში მათ ტერიტორიები დაიბრუნეს და დამპყრობლებს მძიმე ფასი გადაახდევინეს. ასე რომ, პუტინი რასაც არ უნდა ეუბნებოდეს საკუთარ თავს, ოთხი წლის შემდეგ სიმართლე ასეთია: რუსეთი არ იგებს. ისინი ვერ გაიმარჯვებენ და მათ უნდა შეწყვიტონ სამართლიანი, მდგრადი მშვიდობის გზაზე დაბრკოლებების შექმნა“, – აღნიშნა სტარმერმა.