„ვერ წარმოიდგენთ, ამ ზარმა როგორ გამახარა...“ - რა შესთავაზა ნინო ნადირაძემ ნინო მუმლაძეს
1774460352
უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მათ პარტიას - „ნაცმოძრაობას“ აკრძალავს. მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულებულია სრული კრახით, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი, ბიძინა გიორგობიანი, გიორგი ვაშაძის და ნიკა გვარამიას განცხადებას.
ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ის ხელისუფლებაში მობრუნებისთვის ემზადება. ანალოგიური განცხადება გააკეთა ნიკა გვარამიამაც: „ჩვენი სახით თქვენ უყურებთ შემდეგ ხელისუფლებას, ამის თქმის არც მრცხვენია და არც მეპრობლემება“.
ბიძინა გიორგობიანი ვაშაძეს და გვარამიას ურჩევს სხვა პროფესია მოძებნონ, ვინაიდან ისინი, როგორც პოლიტიკოსები განულებულები არიან.
„მე ვფიქრობ, რომ ეგენი უფრო უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მათ პარტიას - „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრძალავს და დამთავრდება ეს რაღაც ქოლგასავით, რომ გაიშლებიან და შეიკვრებიან წელიწადში რამდენჯერმე. მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულებულია სრული კრახით.
მათი პოლიტიკური რეიტინგი არის პლინთუსს ქვემოთ. მათ არანაირი პერსპექტივა არა მარტო ხელისუფლებაში მოსვლის არ აქვთ, არამედ არ გააჩნიათ არავითარი პერსპექტივა არც საქართველოში და არც საქართველოს ფარგლებს გარეთ. მათი ერთადერთი პერსპექტივა არის ის, რომ შეინანონ, მოუხმონ საკუთარ თავს და რაღაც პროფესია შეიძინონ ისეთი, რითაც შეუძლიათ თავი ირჩინონ მომავალში“, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.