„ეს იყო ისეთი რამ, რასაც არ ველოდით...“ - რას წერს დარენ პრინცი ნუცა ბუზალაძესთან დაშორების შემდეგ
1785441025
რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებით, სურს, უკრაინას ეწვიოს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„კიევში ჩასვლის დიდი სურვილი მაქვს“, - თქვა პაპმა უკრაინაში შესაძლო გამგზავრების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
პაპი ჟურნალისტებს თვითმფრინავში, რომიდან კანადის მიმართულებით ფრენის დროს ესაუბრა.
პაპმა ფრანცისკემ, რომელიც მოსკოვში არც ერთხელ არ ყოფილა, ომის დაწყების შემდეგ, არაერთხელ დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა.
გასულ თვეში მან დაუფარავად გააკრიტიკა მოსკოვი „სასტიკი და უაზრო, აგრესიული ომის“ გამო.