დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკრაინაში აშშ-ის ელჩის, ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, ვაშინგტონი სერიოზულად განიხილავს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადების საკითხს. ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლების“ უკრაინულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.
„რაც შეეხება რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას, ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს. აუცილებელია ზედმიწევნით გავაანალიზოთ, რამდენად შეესაბამება ეს ამერიკულ კანონებს. ვიყენებთ ყველა შესაძლო საშუალებას, მათ შორის ისეთებს, როგორსაც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოვიყენებდით“, - აცხადებს ბრიჯიტ ბრინკი.
მიმდინარე წლის მაისში აშშ-ის სენატში დარეგისტრირდა რეზოლუცია, რომლის ავტორებიც - „დემოკრატი“ რიჩარდ ბლუმენტალი და „რესპუბლიკელი“ ლინდსი გრემი - რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებად ითხოვდნენ. 23 ივნისს სენატის საგარეო საკითხთა კომიტეტმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თეთრი სახლის ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს.