დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის სკანდალური განცხადებები აიხსნება იმით, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას მხარდაჭერის სანაცვლოდ უკრაინის ნაწილს, კერძოდ ამიერკარპატიას დაჰპირდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემის ცნობთ, ეს მოსაზრება 24-ე არხის ეთერში ოპოზიციურმა რუსმა პოლიტიკოსმა და უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა გამოთქვა.
ის დარწმუნებულია, რომ ორბანი დიდი ხანია სხვადასხვა სქემებშია „შემჩნეული“.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები არ მოქმედებს და ევროკავშირს სჭირდება ახალი სტრატეგია უკრაინის ომისთვის, რადგან მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებმა "არ იმოქმედა". ეს სტრატეგია კი სამშვიდობო მოლაპარაკებებს გულისხმობს.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა.