ომის დაწყებიდან დღემდე 40 000-მდე რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული - უკრაინული გენშტაბი

რუსი ჯარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის 5 თვის განმავლობაში 39 520 რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული.

მათივე ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსულმა მხარემ დაკარგა 1722 ტანკი, 3942 ჯავშანმანქანა, 869 საარტილერიო სისტემა, 221 თვითმფრივანი, 188 ვერტმფრენი, 170 ფრთოსანი რაკეტა და 15 გემი.

გენშტაბში აცხადებენ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტმა ყველაზე დიდი დანაკარგი კრამატორსკის მიმართულებაზე განიცადა.