1732817040
კენიის მახლობლად ვასკო და გამას ბოლო ექსპედიციიდან ჩაძირული გემი იპოვეს - ფოტო
კენიის სანაპიროსთან ჩაძირული გემი აღმოაჩინეს, რომელიც, მკვლევრების აზრით, შეიძლებოდა ყოფილიყო პორტუგალიელი მკვლევარის, ვასკო და გამას ფლოტილის ნაწილი. ამ გემმა ინდოეთის ოკეანეში 500 წლის წინ იმოგზაურა.
LiveScience-ის ცნობით, გემის ნაშთები 2013 წელს კენიის ქალაქ მალინდისთან აღმოაჩინეს. მკვლევრები თვლიან, რომ ეს შეიძლება იყოს ხომალდი „São Jorge", რომელიც ჩაიძირა 1524 წელს ვასკო და გამას ბოლო მოგზაურობის დროს ინდოეთის ოკეანეში.
მკვლევარის თქმით, თუ ეს ვერსია დადასტურდება, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ევროპული ხომალდი, რომელიც ჩაიძირა ინდოეთის ოკეანეში.
აღნიშნულია, რომ ჩაძირული გემი ნაპირიდან 500 მეტრის დაშორებით, დაახლოებით 6 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. ის რთულად ჩანს ზღვის ფსკერზე არსებულ მარჯნებს შორის.
São Jorge იყო ერთ-ერთი იმ 20 გემიდან, რომელიც შეუერთდა ვასკო და გამას 1524 წელს მისი ბოლო მოგზაურობისას, მაგრამ ჩაიძირა მის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ეს არის ერთ-ერთი უძველესი პორტუგალიური გემი, რომელიც ჩაიძირა მალინდისთან ახლოს. მეორე იყო Nossa Senhora da Graça, რომელიც ჩაიძირა 1544 წელს.