სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
1732825126
მთავარი გადაწყვეტილება არის ერთი, ამ ქვეყანაში უნდა იყოს ახალი არჩევნები, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ლიდერი პრეზიდენტის პოზიციას ეთანხმება.
„ყველა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც პრეზიდენტმა ისაუბრა, აბსოლუტურად სწორია თავისი შინაარსით. ლიდერებს შორის ვერ შევამჩნიე რამე უთანხმოება. მთავარი გადაწყვეტილება არის ერთი, ამ ქვეყანაში უნდა იყოს ახალი არჩევნები. წერტილი. ამ ქვეყანას აქვს თავისი არჩევანი, ამ ქვეყანას აქვს თავისი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება არის გზა ევროპისკენ. ირაკლი კობახიძეს საუბარი დამთავრებული არ ჰქონდა, რომ კატასტროფულად ნეგატიური საერთაშორისო გამოხმაურება უკვე იყო გამოქვეყნებული. პრეზიდენტის მიერ აქ ოპოზიციური პარტიების მოწვევა, იყო აბსოლუტურად სწორი, დროული, ერთიანობაზეც საუბარი იყო გარკვეულ წილად სწორი და დროული. ერთადერთი რაც გვაქვს დასაცავი, ეს არის სამშობლო, მისი ბედი გვაქვს დასაცავი, და ამ ბედს ყველანი ერთად, დარწმუნებული ვარ, გადავწყვეტთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.