კაცი, რომელიც ბევრჯერ მეხის დაცემის გამო გინესის რეკორდებში შევიდა

ელვა

როი კლივლენდ სალივანი არის კაცი, რომელსაც მეხი 7-ჯერ დაეცა. სწორედ ამიტომ ის გინესის რეკორდებში მოხვდა, როგორც „გადარჩენილი კაცი რომელსაც ელვა ყველაზე მეტჯერ დაეცა“ „

სალივანი , ვირჯინიაში,  შენანდოას ეროვნულ პარკში რეინჯერი იყო, ამიტომ ის გარეთ დიდ დროს ატარებდა..

სალივანს პირველად ელვამ 1942 წლის აპრილში დაარტყა, როდესაც ქარიშხლისგან თავდასაცავად სათვალთვალო კოშკისკენ გარბოდა. სწორედ ამ დროს მას ელვა ფეხში მოხვდა, შედეგად სალივანმა ფეხის ფრჩხილი დაკარგა, ფეხსაცმელზე კი ნახვრეტი გაუჩნდა.

შემთხვევა 27 წლის შემდეგ 1969 წლის ივლისში განმეორდა. იმ დროს სალივანი სატვირთო მანქანაში იყო, ელვა კი ღია ფანჯრიდან შევიდა. სალივანს 15 წუთის განმავლობაში გონება დაკარგული ჰქონდა, ხოლო წარბები, თმა და წამწამები დაეწვა.

სალივანს მეხი მესამედ სულ რაღაც ერთ წელში 1970 წელის ივლისში დაეცა. ამჯერად ელვა მას მარცხენა ხელში მოხვდა.

1972 წლის გაზაფხულზე, მეოთხე დარტყმის შემდეგ სალივანი შეშფოთებული იყო და ამბობდა, რომ მას ბოროტი ძალა მისდევდა.

მეხუთე შემთხვევა 1973 წელს მოხდა, ამჯერად მან სხეულის დამწვრობა მიიღო, თუმცა გადაადგილება შეეძლო.

მეექვსე შემთხვევა 1976 წლის ივნისში პარკში ბილიკზე გასვლისას მოხდა, მას ელვა ტერფში მოხვდა. ოთხი წლის წინ ერთი მილის დაშორებით სალივანს ამ ტერიტორიაზე მეხი უკვე ჰქონდა დაცემული.

მეშვიდეჯერ როი სალივანს ელვამ დაარტყა მაშინ, როცა ის თევზაობდა. ამ დროისთვის ის უკვე საკმაოდ გამოცდილი იყო ამ ფენომენთან დაკავშირებით. სალივანმა თქვა, რომ „გოგირდის სუნი ასდიოდა“.

ბოლო შემთხვევა სალივანისთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა, რადგან ელვა თავში მოხვდა, დაუწვა გულმკერდი და საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, ასევე დაკარგა სმენა ცალ ყურში.

ამ მოვლენების გამო ადამიანებს სალივანთან ყოფნა აღარ უნდოდათ, რადგან ეშინოდათ მის გვერდით მეხი მათაც არ დასცემოდათ. მიუხედავად იმისა, რომ სალივანს მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავდა, ის მარტოობას განიცდიდა.

კაცმა, რომელიც ელვამ ვერ მოკლა, 1983 წელს 71 წლის ასაკში თავი მოიკლა.