დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკრაინა აგრძელებს „აზოვსტალიდან“ ხალხის გადასარჩენად მოლაპარაკებებს, თუმცა ამისთვის სიჩუმის რეჟიმია საჭირო, რომლის უზრუნველსაყოფადაც უკრაინა მზად არის,- ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ვათანხმებთ და ვიმედოვნებთ, გავაგრძელებთ ხალხის გადარჩენას „აზოვსტალიდან“, მარიუპოლიდან. იქ კიდევ რჩებიან სამოქალაქოები, ქალები, ბავშვები. მათ გადასარჩენად საჭიროა სიჩუმის რეჟიმი. უკრაინული მხარე მზად არის მის უზრუნველსაყოფად. საჭიროა დრო, რომ უბრალოდ ამოვიყვანოთ ხალხი ამ სარდაფებიდან, მიწისქვეშ არსებული თავშესაფრებიდან. არსებული პირობებით შეუძლებელია სპეციალური ტექნიკის გამოყენება, ნანგრევების გასაწმენდად. ყველაფერი ხელით ხდება. თუმცა გვჯერა, რომ გამოგვივა“,, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე გაერო-ს გენერალურ მდივანსაც ესაუბრა. ზელენსკის თქმით, 4 მაისს დასრულდა მარიუპოლიდან ევაკუაციის მეორე ეტაპი. ქალაქიდან და მისი შემოგარენიდან 344 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.
„ზუსტად ამდენი ადამიანი გაემგზავრა ზაპოროჟიეში. ჩვენი გუნდი ემზადება მათ შესახვედრად ისე, როგორც იმ 150-ზე მეტ ადამიანს შეხვდა, რომელიც „აზოვსტალიდან“ გამოიყვანეს. ყველა მათგანი აუცილებელ დახმარებას იღებს“, -განაცხადა ზელენსკიმ.