კამალა ჰარისმა ამერიკელ სტუდენტებს ბრძოლისკენ მოუწოდა

კამალა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, „დემოკრატიული“ პარტიის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა კამალა ჰარისმა მერილენდის შტატში მდებარე პრინც ჯორჯ კომიუნითის კოლეჯის სტუდენტებთან შეხვედრის დროს მათ ბრძოლისკენ მოუწოდა. ინფორმაციას The Epoch Times-ი ავრცელებს.

„არჩევნების შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში მე ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ათობით ათასი წერილი მივიღე“, - აღნიშნა ჰარისმა შეხვედრაზე.

„წერილებში საერთო სულისკვეთება იკითხებოდა: დიახ, არსებობს იმედგაცრუება, მაგრამ ყოველთვის არსებობს მომავლის გადაწყვეტა“, - დასძინა მან.

გამოცემის მტკიცებით, ჰარისი სტუდენტებამდე ოპტიმისტური მესიჯების მიტანას ცდილობდა. მისი თქმით, მომავალ წელს 250 წელი უსრულდება ლექსინგტონისა და კონკორდის ბრძოლას. „ჩვენი ერთგულების ჭეშმარიტი ტესტი იქნება ის, ვუშვებთ ხელებს და არ ვეწინააღმდეგებით, თუ ხელებს ვიკაპიწებთ?“, - თქვა ჰარისმა.

„მრავალი ადამიანი მოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდა, რომ დაიღალა, ან უკვე შეეგუა ყველაფერს. ნება მომეცით მკაფიო ვიყო: ვერავინ წავა. ვერავინ წავა. ჩვენ, თითოეულმა ჩვენგანმა ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გზას აირჩევს ჰარისი მას შემდეგ, რაც ის და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2025 წლის 20 იანვარს თეთრ სახლს დატოვებენ.

„დღესასწაულებზე ცოტა დაისვენეთ. მოგიწოდებთ, დაბრუნდით მზად იმისთვის, რათა ჩვენი მომავალი შექმნათ. თავი მაღლა აწიეთ და მხრებში გასწორდით“, - მიმართა მან სტუდენტებს.