ქუთაისში, ძლიერი წვიმის გამო გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მიწა ჩამოიშალა , დაიტბორა საავტომობილო გზები, სასტუმრო „მაგნოლია“

ქუთაისი

18 დეკემბერს, ინტენსიურად მოსულმა ნალექმა ქუთაისის მუნიციპალიტეტში  რამდენიმე უბანზე თანმდევი პროცესები გამოიწვია.  ძლიერი წვიმის გამო მიწა ჩამოიშალა გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, დაიტბორა საავტომობილო გზები, სასტუმრო " მაგნოლია".

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  და "სპეციალური სერვისების "  წარმომადგენლები დილიდანვე მუშაობენ დაზიანებულ უბანზე.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების  მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული  ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებული , რათა  საჭიროების შემთხვევაში, დახმარება აღმოუჩინონ მოსახლეობას.