ტაქსის მძღოლის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
1734523839
ევროპამ მაინც და მაინც ბოლომდე ვერ დააკმაყოფილა მომენტის მოთხოვნები. უკანასკნელი საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იყო პირველი ნაბიჯი — რა უნდა გაკეთდეს. როდესაც ქართველები იბრძვიან დღე და ღამე ევროპამ ძალიან ნელა გაიღვიძა და ნელი რეაგირება მოახდინა. საქართველოს მოსახლეობა ელოდება ზომებს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გადამწყვეტი მომენტია, რადგან ზოგიერთ დღეს ჩვენ ვგრძნობთ, რომ 1921 წელში ვართ და სცენები მეორდება. ალბათ, სწორედ ამით აიხსნება ის სიმამაცე და მონდომება, რომლითაც დღეს ქართველი ხალხი რეაგირებს იმაზე, რასაც ხედავს, თავისუფლებისა და მომავლის მოტაცებას, გარკვეული გაგებით, დამოუკიდებლობის წართმევას.
უკვე 21 დღეა ხალხი ქუჩებშია. საინტერესო მოძრაობაა, რომელიც თავდაპირველად ღამით დაიწყო. შემდეგ, დღის განმავლობაში საზოგადოების ყველა ფენა გამოვიდა და ახლა მოძრაობა მთელ საზოგადოებას მოიცავს.
საქართველოში ხალხი ქუჩებში მასობრივად გამოდის მაშინ, როცა გრძნობს, რომ სასწორზე ეგზისტენციალური საკითხი დევს და დღეს ეს სწორედ ასეა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.