ჯონ ჰილი: დიდმა ბრიტანეთმა აიღო ვალდებულება, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება. მეტიც, ჩვენ ამ მხარდაჭერას გავაძლიერებთ

ჯონ ჰილი

დიდი ბრიტანეთის ახალი მთავრობა უკრაინის მხარდაჭერის ერთგული რჩება - ამ გზავნილით გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ახალი მინისტრი ოდესაში ჩავიდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ჯონ ჰილი ქვეყნის პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს შეხვდა, მოგვიანებით კი ოდესის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა, სადაც რუსული აგრესიის შედეგად დაშავებული უკრაინელები მკურნალობენ.

„დიდმა ბრიტანეთმა აიღო ვალდებულება, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება. მეტიც, ჩვენ ამ მხარდაჭერას გავაძლიერებთ. უკრაინა და თქვენდამი ვალდებულებები რომ პრიორიტეტია, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ჩემი მუშაობს მეორე დღესვე უკრაინაში ჩამოვედი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს პირადად მეთქვა. ჩვენ გავაძლიერებთ მხარდაჭერას ყველა იმ სფეროში, რაშიც თქვენ დახმარება გჭირდებათ“, - აღნიშნა ჰილიმ ზელენსკისთან შეხვედრაზე.