როგორი გრძნობაა, როცა სოფი ლორენი შენი დედამთილია? - მარიამ შარმანაშვილი გამომწერებს პასუხობს

სოფი ლორენის რძალი

ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ქართველი სარძლო, 34 წლის მარიამ შარმანაშვილი „ინსტაგრამ“ გამომწერების კითხვებს პასუხობს.

სოციალური ქსელის მომხმარებლის კითხვაზე – „როგორი გრძნობაა, როდესაც სოფი ლორენი შენი დედამთილია“, მარიამმა უპასუხა, რომ „საპასუხისმგებლო და სასიამოვნო ერთად“.

კითხვაზე, „ღირს თუ არა უცხოელზე დაოჯახება“, მარიამმა უპასუხა, რომ ეს ინდივიდუალურია, რადგან „ყველგან არიან ღირსეული ადამიანები, საზღვრებს იქითაც და აქეთაც“