ჯო უილსონი ტიბეტის, ტაივანის, ჰონგ-კონგისა და სინძიანის თავისუფლებას ითხოვს

ჯო უილსონი

ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის ტიბეტის, ტაივანის, ჰონგ-კონგისა და სინძიანის ჩინეთისგან დამოუკიდებლობას ითხოვს.

„თავისუფლება ტიბეტს, თავისუფლება ტაივანს, თავისუფლება ჰონგ-კონგს, თავისუფლება სინძიანს! დაასრულეთ ჩინეთის კომუნისტური პარტიის კოლონიალიზმი, ძარცვა და გენოციდი“, - დაწერა უილსონმა.