დიმიტრი პესკოვი - რუსეთს არ განუხილავს ჩინელი სამშვიდობოების შესაძლო მონაწილეობა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში

დიმიტრი პესკოვი

რუსეთს არ განუხილავს ჩინელი სამშვიდობოების შესაძლო მონაწილეობა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განცხადა.

ჟურნალისტმა კრემლის პრესსპიკერს შეკითხვა დაუსვა, განიხილა თუ არა მოსკოვმა ჩინელი სამშვიდობოების ჩართულობის საკითხი, რაზეც პესკოვმა უპასუხა: „არა“.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აუცილებლად მიიჩნევს სამშვიდობო ძალების არსებობას უკრაინაში ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ ამ მისიის ფორმატი მისაღები უნდა იყოს ყველა მხარისთვის.

„ეკონომისტის“ ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ევროპაში ვიზიტის დროს ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ მხოლოდ ევროპული კონტინგენტი ნაკლებად ეფექტური იქნება რუსეთის აგრესიის შესაკავებლად.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის ხელისუფლება უკრაინაში ჩინელი და ბრაზილიელი სამშვიდობოების გაგზავნის ინიციატივით გამოდის.