ჯო ბაიდენის შვილმა, გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე ბრალი აღიარა

ჰანტერ ბაიდენი

ჯო ბაიდენის შვილმა, ჰანტერ ბაიდენმა გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე ბრალი აღიარა. მას ბრალად გადასახადების გადაუხდელობა, გადასახადებისგან თავის არიდება და ყალბი ან თაღლითური საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა ედება,

ბრალის აღიარებით, ჰანტერ ბაიდენი სასამართლო პროცესს თავიდან აიცილებს.

საქმეზე განაჩენი კი, 16 დეკემბერს გახდება ცნობილი.