VIDEO: რა ხდება ამ წუთებში მტკვართან, სადაც რამდენიმე საპატრულო და სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული
1741080571
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, თეთრ სახლში უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის დასაწყისში დონალდ ტრამპი დიპლომატიურად მოქცევას ცდილობდა, მაგრამ ჟურნალისტის კითხვის შემდეგ, თავად თქვა ისეთი რაღაც, რამაც ვოლოდიმირ ზელენსკი ნამდვილად გააღიზიანა.
„თავდაპირველად მე ვცდილობდი სიტუაციის განმუხტვას“, – აღნიშნა ვენსმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ზელენსკი პატივისცემით არ გამოირჩეოდა.
„შეუძლებელია, მოხვიდე ოვალურ კაბინეტში ან სხვაგან და უარი თქვა სამშვიდობო შეთანხმების დეტალების განხილვაზე. იცით, ეს არავის გაახარებს. რუსებს მოუწევთ რაღაცის დათმობა. უკრაინელებს მოუწევთ რაღაცის დათმობა. შეუძლებელია, მოხვიდე ოვალურ კაბინეტში და თქვა, მოგვეცით უსაფრთხოების გარანტიები, ჩვენ არ განვიხილავთ თქვენთან ერთად, რისი დათმობისთვის ვართ მზად. ეს იყო უკრაინის პოზიცია. ეს პოზიცია როდესაც შეიცვლება, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, როდესაც ისინი მზად იქნებიან, ისაუბრონ მშვიდობაზე, ვფიქრობ, ტრამპი იქნება პირველი ადამიანი, ვინც აიღებს ტელეფონს“, - თქვა ვენსმა.