„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
კანადელმა მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა გაამხილა, რომ რამსეი-ჰანტის სინდრომის გამო სახის ნახევარი პარალიზებული აქვს.
შესაბამისი ვიდეო ბიბერმა Instagram-ზე გამოაქვეყნა. მომღერალი აზუსტებს, რომ დაავადების გამო მსოფლიო ტურნეს შეჩერება მოუწია.
„გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ჩემი დაავადება პროგრესირებს“, - აღნიშნავს ბიბერი და ამბობს, რომ ვერ ახელს მარჯვენა თვალს და ვერ იღიმება.
კლინიკა მეიოს მონაცემებით, რამსეი-ჰანტის სინდრომთან დაკავშირებულ სმენის დაკარგვასა და სახის ნერვის პარალიზებას ჩვეულებრივ დროებითი ხასიათი აქვს, მაგრამ შეიძლება დაავადებამ მუდმივი სახე მიიღოს.
View this post on Instagram