კიმ კარდაშიანს „ფერარმა“ მისი ბრენდის ავტომობილის შეძენა აუკრძალა

კიმ კარდაშიანი

არსებობს შემთხვევა როდესაც ყველაზე პოპულარულ და გავლენიან ადამიანებს სასურველის მიღება არ შეუძლიათ. მათ შორის არის კიმ კარდაშიანი. კარდაშიანს საკუთარი კოლექციიდან მანქანის ყიდვას „ფერარის“ ბრენდი უკრძალავს.

რა თქმა უნდა, კიმს შეუძლია „ფერარის“ ნებისმიერი მაღაზიიდან შეიძინოს სასურველი ავტომობილი, თუმცა კომპანია მას განსხვავებულ დიზაინს არ სთავაზობს, ჩვეულებრივი კოლექცია კი 
კარდაშიანისთვის საკმარისად მიმზიდველი არ არის. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, კიმის და „ლამბორჯინის“ ურთიერთობაა. კარდაშიანს „ფერარის“ კონკურენტი ბრენდისგან რამდენიმე მანქანა ჰყავს შეძენილი.

იყო შემთხვევა როდესაც კიმმა თავისი ლამბორჯინი ნაცრისფრად შეღება, რათა მისი კოლექცია ერთ ფერში ყოფილიყო. რაც შეეხება „ფერარის“, ისინი საკუთარი დიზაინის შეცვლას და გადაკეთებას სასტიკად კრძალავენ.

გარდა ამისა, კიმ კარდაშიანი დედოფლის იუბილეზე დასწრებას ცდილობდა და ბილეთებს სასოწარკვეთილი ითხოვდა, თუმცა ბუკინგემის სასახლემ მას ცერემონიაზე დასწრების უფლება არ მისცა.