ჯასტინ ბიბერს მეუღლემ „ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა - რა ხდება წყვილს შორის

ჯასტინ და ჰეილი ბიბერები

ბოლო რამდენიმე დღეა, ჯასტინ ბიბერის „ინსტაგრამის“ მიმართ მედიის განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი. გაირკვა, რომ არტისტის ექაუნთიდან მეუღლის, ჰეილი ბიბერის გამოწერა გაუქმდა.

ყოველივე ამან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ რამდენიმე თვის წინ ვარსკვლავმა ტრადიცია დაარღვია და ჰეილის იუბილე საჯაროდ არ მიულოცა. თუმცა, გვინდა დაგამშვიდოთ, წყვილს ყველაფერი კარგად აქვს.

 ჯასტინმა „სთორიში“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას „ინსტაგრამ ექაუნთი“ გაუტეხეს და მეუღლის გამოწერა გაუუქმეს.

 წყვილი ახლა ასპენაში, მეგობრებთან ერთად იმყოფება.