გერმანიაში პარკში მომხდარ თავდასხმას ორი პირი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია
1737556674
საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული არჩილ მუსელიანის პროცესი გაიმართა. მას სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.
გამოძიების ინფორმაციით, მუსელიანმა 29 ნოემბერს სახელმწიფოს კუთვნილი კამერების ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
დაცვის მხარეს რამდენიმე შუამდგომლობა ჰქონდა. ადვოკატმა მოითხოვა 10 000-ლარიანი გირაო, მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა და აღკვეთის ღონისძიების გადახედვა. მოსამართლემ არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმა. მუსელიანი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.