მოდით, კვლავ ვაქციოთ სოციალური მედია დიდებულად - პედრო სანჩესი

პედრო სანჩესი

მოდით, კვლავ ვაქციოთ სოციალური მედია დიდებულად, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პედრო სანჩესმა ისაუბრა სოციალური მედიის უარყოფით მხარეებზე და აღნიშნა, რომ ალგორითმები წამლავს საზოგადოებას და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ სოციალური მედიის მფლობელებმა.

„მოდით, დავუბრუნოთ ციფრული პლატფორმები თავდაპირველ მიზნებს და გარდავქმნათ ისინი უსაფრთხო, სამართლიან სივრცეებად საუბრისთვის. შევაჩეროთ ისინი, ვისაც სურს სოციალური მედიის გადაქცევა ჩვენი დემოკრატიის ჩამოშლის იარაღად“, – განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

სანჩესის თქმით, სოციალურ ქსელში ანონიმურობა სახიფათოა და ეს უნდა დასრულდეს. ამის თაობაზე ის ევროპულ საბჭოს შეხვედრაზე შესთავაზებს ანონიმურობის გაუქმებას, რაც გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს.

„ყველას გვეშინია, რადგან ხალხი, ვის წინააღმდეგაც ვიბრძვით, უკიდურესად ძლიერია. მათ აქვთ თითქმის შეუზღუდავი ფინანსური, ტექნოლოგიური რესურსები და ძალიან საშიში მოკავშირეები. ისინი ბინძურად თამაშობენ, რადგან არ იცავენ ჩვენს მორალურ წესებს“, – განაცხადა სანჩესმა.