საქართველოს ფარიკაობის ნაკრები მსოფლიო თასზე იასპარეზებს

ფარიკაობა

საქართველოს ფარიკაობის ნაკრები 23-დან 26 იანვრამდე ბულგარეთში, სენიორებს შორის, ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე იასპარეზებს.

ნაკრების შემადგენლობაში ბილიკზე სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე, ალექსანდრე თავართქილაძე, დავით თავართქილაძე და ალექსანდრა კუვაევა იასპარეზებენ.

ტურნირის ბოლო დღეს კი გუნდური ასპარეზობები გაიმართება.