მამა ნაუმის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1783613074
მსოფლიოში ყოველწლიურად გამოვლენილი კიბოს შემთხვევების რაოდენობამ 2050 წლისთვის შესაძლოა 35 მილიონს მიაღწიოს. ინფორმაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თავის გლობალურ ანგარიში ავრცელებს.
ამჟამად მსოფლიოში ყოველწლიურად ონკოლოგიური დაავადებების 20,6 მილიონ ახალ შემთხვევას აფიქსირებენ, თითქმის 10 მილიონი ადამიანი კი კვდება. ონკოლოგია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ სიკვდილიანობის მეორე მიზეზად ითვლება.
ჯანმოში აღნიშნეს, რომ ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სფეროში არსებულმა სამეცნიერო მიღწევებმა ყველა ქვეყანაში თანაბარი გაუმჯობესება არ გამოიწვია. მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოებში სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების ხელმისაწვდომობა და პაციენტების გადარჩენის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.
2024 წელს კიბოთი გამოწვეული გარდაცვალებების ნახევარზე მეტი (56,5%) აზიაზე მოდიოდა. ამავე რეგიონში გამოვლინდა ახალი შემთხვევის 50,7%. ევროპაზე კი, შესაბამისად, სიკვდილიანობის 20% და ახალი შემთხვევების 21% მოდის.
ონკოლოგიის ყოველი 10 შემთხვევიდან თითქმის ოთხი პრევენცირებად რისკ-ფაქტორებს უკავშირდება, რომლებსაც მიეკუთვნება მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება, ჭარბი წონა, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და სხვა. თებერვალში ჯანმომ ამ ფაქტორებთან დაკავშირებული კიბოს შემთხვევების რაოდენობა 2022 წლისთვის დაახლოებით 7,1 მილიონად შეაფასა.
GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1783616299