იუთუბერმა MrBeast-მა 100 ოჯახს 100 სახლი უსასყიდლოდ გადასცა

MrBeast

იუთუბერმა MrBeast-მა 100 ოჯახს 100 სახლი უსასყიდლოდ გადასცა. როგორც საკუთარ ვლოგშივე განმარტავს, მან დეტალურად შეისწავლა ოჯახების ფინანსური სირთულეები და გადაწყვიტა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არსებული ოჯახები პირველ რიგში სწორედ საცხოვრებლით უზრუნველეყო.

ოჯახები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან, მათ შორისაა იამაიკა, სალვადორი, არგენტინა, მექსიკა და კოლუმბია. სახლების გარდა, MrBeast-მა ქველმოქმედების სახით მათ სატრანსპორტო საშუალებებიც გადასცა - ველოსიპედები და მოტოციკლები. ემოციური წუთები ამერიკელმა ვლოგერმა ვიდეოს სახით გაგვიზიარა.

სახლების აშენებამდე, MrBeast-ის სახელით ცნობილი ჯეიმს სტივენ დონალდსონი ზემოთ დასახელებულ ქვეყნებს ეწვია და ძირითადად ის ოჯახები მოინახულა, რომელთა კერძო საკუთრებაც სხვადასხვა სახის ბუნებრივი კატასტროფის გამო განადგურდა. მაგალითად, ჯეიმსმა კოლუმბიაში 16 ოჯახი მოიძია, რომლებიც თავშესაფრის გარეშე შტორმის გამო დარჩნენ. დღეისათვის ყველა მათგანს ახალი სახლი აქვს.

ცნობისთვის, MrBeast-მა იუთუბ-საქმიანობა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, როდესაც 13 წლის იყო. დღეისათვის 26 წლის ჯეიმსს მხოლოდ იუთუბზე 295 მილიონი გამომწერი ჰყავს, რითაც პლატფორმის ნომერ პირველ ვლოგერად სახელდება. შემოსავალს ის უმეტეს შემთხვევაში სწორედ საქველმოქმედო მიზნებისთვის იყენებს.