„გველის კარმული წელი": რატომ დადგება 2025 წელს ზოდიაქოს ყველა ნიშანი ბედის გზაგასაყარზე

ასტროლოგიური პროგნოზი

 2025 წელი რამდენიმე საყურადღებო ასტროლოგიური მოვლენით დაიწყება. ერთი მხრივ, პლუტონსა და მერწყულს, მეორე მხრივ, მარსსა და ლომს შორის სერიოზული დაძაბულობა ადამიანებზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, თითოეული ჩვენგანი რადიკალური გადაწყვეტილებების წინაშე აღმოჩნდება. მეტიც, ეს გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საბედისწერო იქნება. ასტროლოგიაში პლანეტების ოპოზიცია ყოველთვის ერთგვარი არჩევანია. სხვაგვარად ორი პლანეტა ერთმანეთს ვერ დაშორდება.

2025 წლის იანვარში ოჯახის დაგეგმვის, ბიზნესის განვითარებისა და საქმიანი ურთიერთობების შეცვლის თვალსაზრისით ბევრი ადამიანი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს. ლომი ჩვენს სასიყვარულო სექტორსა და ინტერესებს აკონტროლებს, მერწყული, პირიქით, სოციალური მნიშვნელობის ნიშანია. ამიტომაც, ბევრი ადამიანი იანვარში ან დაქორწინებას გადაწყვეტს ან საბოლოოდ დაასრულებს ურთიერთობას, რომელიც ვეღარ ვითარდება. იგივე ეხება საქმიან ურთიერთობებს - რადიკალური ცვლილებებია მოსალოდნელი.

 2025 წლის 30 იანვრიდან თევზებისა და ქალწულის ღერძზე კარმული კვანძები გადადიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამყარო ბევრ ისეთ ცვლილებას შეგვახვედრებს, რომლებთანაც ადაპტირება სწრაფად მოგვიწევს. თევზების ნიშანში მომავლის კვანძი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანი ცხოვრების სრულიად განახლებულ ეტაპს დაიწყებს. ყველაფერი, რაც მოძველდა და აღარ მუშაობს, თქვენთვის ბედნიერება აღარ მოაქვს, საბოლოოდ დასრულდება და გადაწყვეტთ, თქვენი ცხოვრება სრულიად ახალ და საინტერესო იდეებს დაუთმოთ. აბსოლუტური გადაფასების წელი იწყება. იმ საკითხებმა, რაც ადრე მნიშვნელოვანი იყო, შესაძლოა, ისე დაკარგოს მნიშვნელობა, რომ თავადაც გაგიკვირდეთ. შესაბამისად, თქვენი გადაწყვეტილებებიც სიახლეებისაკენ სწრაფვით იქნება შთაგონებული... ვრცლად