ისლანდიაში მყინვარის ჩამოშლის შედეგად დაშავებული ტურისტი დაიღუპა

ფოტო: Getty Images

ისლანდიაში, მყინვარის ჩამოშლის შედეგად დაშავებული უცხოელი ტურისტებიდან ერთ-ერთი დაიღუპა.

BBC-ს ცნობით, მეორე დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, მაშველები ამ დრომდე ეძებენ ინციდენტის დროს გაუჩინარებულ კიდევ 2 ტურისტს.

ინციდენტი მყინვარ ბრეიდამერკურიოკულზე მოხდა, სადაც ტურისტების 25-კაციანი ჯგუფი გიდთან ერთად იმყოფებოდა. სწორედ ამ დროს ყინულის ნაწილი ჩამოიშალა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა, 2 კი გაუჩინარდა.

ადგილობრივი პოლიციის განმარტებით, მყინვარზე ექსკურსიები პოპულარული აქტივობაა და არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ბრეიდამერკურიოკულზე გასვლა სახიფათო იყო.