"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
ირანსა და რუსეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, სავარაუდოდ, 2025 წლის იანვარში გაფორმდება. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შესაძლოა, იანვრის ბოლოს გაიმართოს.
ირანული მედიის შეფასებით, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება უნდა იქცეს საეტაპო მოვლენად რუსეთ-ირანის ურთიერთობების განვითარებაში.
დოკუმენტი მოიცავს ორმხრივ თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვა, ენერგეტიკა, წარმოების მრეწველობა, ტრანსპორტი და სოფლის მეურნეობა.
თეირანში რუსეთის დელეგაცია ჩავიდა რუსეთის ვიცე-პრემიერების, ვიტალი საველიევისა და ალექსეი ოვერჩუკის ხელმძღვანელობით.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ოფიციალური პირები ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდებიან.