ირანს ატომური ბომბის შესაქმნელად გამდიდრებული ურანის საკმარისი რაოდენობით ფლობას კვირები და არა თვეები აშორებს - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი

ირანს ატომური ბომბის შესაქმნელად გამდიდრებული ურანის საკმარისი რაოდენობით ფლობას კვირები და არა თვეები აშორებს, - განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში.

სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ირანის მტკიცება, რომ ქვეყანას ბირთვული ტექნოლოგია სამედიცინო და სამოქალაქო მიზნებისთვის სჭირდება, დამატებით კითხვებს აჩენს.

„ირანს ატომური ბომბის შესაქმნელად გამდიდრებული ურანის საკმარისი რაოდენობით ფლობას კვირები და არა თვეები აშორებს. მიუხედავად იმისა, რომ შეშფოთებას იწვევს ის, რომ ირანში ურანის გამდიდრების დონემ თითქმის მიაღწია ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო დონეს, არ შეიძლება დავასკვნათ, რომ ირანს უკვე აქვს ასეთი იარაღი. მოქმედი ბირთვული ქობინის შექმნა, გამდიდრებული ურანის წარმოების გარდა, მოითხოვს ბევრ სხვა რამეს - მაგალითად, დატესტვას. ირანის მტკიცება, რომ ქვეყანას ბირთვული ტექნოლოგია სამედიცინო და სამოქალაქო მიზნებისთვის სჭირდება, დამატებით კითხვებს აჩენს. მაგალითად, რატომაა საჭირო ამ მიზნებისათვის გამდიდრებული ურანის ასეთი მოცულობა და მისი წარმოების ასეთი სიჩქარე?“- აცხადებს რაფაელ გროსი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი.