ირანი მიესალმება ლიბანში ისრაელის აგრესიის დასრულებას - ირანის საგარეო უწყება

ისმაილ ბაღაი

ირანის საგარეო უწყება მიესალმება ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასრულებას. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

„მივესალმებით ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის დასრულების შესახებ ცნობებს“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ.

მისი თქმით, ლიბანის მთავრობის, ერისა და წინააღმდეგობის მიმართ ირანის მხარდაჭერა მტკიცეა.

ცნობისთვის, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ოფიციალურად დაუჭირა მხარი. შეთანხმება დღეს, ადგილობრივი დროით 04:00 საათზე შევიდა ძალაში.