ყველაფერი, რაც მოემსახურება საბჭოთა რეჟიმის ჩამოშლას, არის გამართლებული - ნიკა მელია

ნიკა მელია

ივანიშვილის რეჟიმი საერთაშორისო იზოლიცაიაშია მოქცეული, არც პირველი და არც უკანასკნელია მსგავსი რეზოლუცია, – ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს ივანიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებს, შედეგებს და მის ხელისუფლებას.

ამასთან, სანქციების კონტექსტში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ მელიამ განაცხადა, რომ ყველაფერი არის გამართლებული.

„ყველაფერი, რაც მოემსახურება ივანიშვილის რეჟიმის, საბჭოთა რეჟიმის ჩამოშლას, არის გამართლებული. გამართლებულია ყველა ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება რეჟიმის ჩამოშლისკენ. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დასავლელი პარტნიორები, ეს დასავლელ პარტნიორებს უნდა ჰკითხოთ“, – განაცხადა მელიამ.

ევროპარლამენტში 25 ნოემბერს დარეგისტრირდა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად საუბარია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე.