„ვინც კიდევ ნიკასთან მასოცირებთ...“ - რამ გააღიზიანა ნეკა დოროყაშვილი
1732724826
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ის მიესალმება ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
არაღჩი იმედოვნებს, რომ დროებითი ზავი ომის სამუდამოდ ცეცხლის შეწყვეტას დაუდებს სათავეს.
ამასთან ერთად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თეირანი იტოვებს უფლებას უპასუხოს ერთი თვის წინ ირანის წინააღმდეგ ისრაელის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ადგილობრივი დროით დილის 4 საათიდან ამოქმედდა.