ინდოეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

ინდოეთში 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

მიწისძვრამ ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის და მიანმარის ნაწილი შეარყია, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. თუმცა, მსხვერპლის ან მნიშვნელოვანი ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.