რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით კრივი რიჰი დაბომბა - არის მსხვერპლი

ფოტო: Telegram

რუსეთმა გამთენიისას უკრაინის ქალაქ კრივი რიჰში მდებარე სასტუმრო ბალისტიკური რაკეტით დაბომბა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დაბომბვის შედეგად აგრეთვე დაშავდა 14 ადამიანი, რომელთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. საუბარია 43 წლის მამაკაცსა და 49 წლის ქალის შესახებ.

მოგვიანებით უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა გავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რაკეტამ სასტუმროს შენობა ნაწილობრივ დაანგრია.

ადგილზე ამ დრომდე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.