საუკუნის ძარცვა თბილისში - დამნაშავემ ბანკიდან 10 მილიონი გაიტაცა
1742277680
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თანახმაა, მხარი დაუჭიროს შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას.
ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ვილნიუსში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, იენს სტოლტენბერგმა ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერა.
„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ვმასპინძლობდი, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და შვედეთის პრემიერს შორის, პრეზიდენტი ერდოღანი დაეთანხმა, რომ შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების პროცესი თურქეთის დიდი ასამბლეაში წინ წაიწევს და უზრუნველყოფილი იქნება რატიფიცირება.
ეს არის ისტორიული ნაბიჯი რომელიც NATO-ს ყველა მოკავშირეს უფრო ძლიერს და დაცულს ხდის“,- წერს სტოლტენბერგი.