როგორია ძაღლის მდგომარეობა, რომელიც ნაგაზმა ლისის ტბაზე დაგლიჯა - კლინიკა ინფორმაციას ავრცელებს

ცუგა

როგორია ძაღლის მდგომარეობა, რომელიც ნაგაზმა ლისის ტბაზე დაგლიჯა - ინფორმაციას ვეტერინარული კლინიკა „აბ-ვეტ ბუნება“ ავრცელებს.

„დიდი გამოხმაურება მოჰყვა ლისის ტბაზე დაგლეჯილ ძაღლს. ძალიან ბევრი ადამიანი გვწერს და გვიგდებს პირად შეტყობინებაში ვიდეოს. ძაღლი მოიყვანეს ჩვენთან გუშინ. აღენიშნება მრავლობითი დაზიანება, განსაკუთრებით კისრის არეში. ამჟამად, ის გადის მკურნალობას და სტაბილურადაა“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ: ლისის ტბის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს