2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
ჰაიტის პრეზიდენტის, ჟოვენელ მოიზის მკვლელობის მონაწილეობაში ეჭვმიტანილმა, როდოლფ ჟაარმა ბრალი აღიარა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, სასსამართლო სხდომაზე 50 წლის ჟაარმა, რომელიც ჰაიტისა და ჩილეს ორმაგ მოქალაქეობას ფლობს, აღიარა ბრალი მატერიალური დახმარების აღმოჩენასა და ჟოვენელ მოიზის გატაცებისა და მკვკელობის მიზნით შეთქმულებაში.
ჟაარმა კოლუმბიის მოქალაქეებისგან შემდგარი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები იარაღით, საკვებითა და საცხოვრებლით უზრუნველყო.
გავრცელებული ინფორმაციით, როდოლფ ჟაარი გამოძიებასთან თანამშრომლობს. მან მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც ხელისუფლება აშშ-ში დაპატიმრებულ კიდევ 10 ბრალდებულს მისცემს პასუხისგებაში.
როდოლფ ჟაარის მიმართ განაჩენი 2 ივნისს გამოცხადდება - მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.