რას მოუტანს 11 სექტემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის პროგნოზი
1789063593
პოლონეთში დააკავეს ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც 39 სხვადასხვა პასპორტით სარგებლობდა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ვარშავის აეროპორტში სასაზღვრო დაცვისა და პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს ოფიცრებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ საბერძნეთიდან ვარშავის მიმართულებით მფრინავ რეისზე შესაძლოა იმყოფებოდა საქართველოს მოქალაქე, რომელსაც "კანონიერი ქურდის" სტატუსი აქვს. ქართველი კაცი თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე დააკავეს.
პოლონურმა სამართალდამცავმა სამსახურებმა აღმოაჩინეს, რომ კაცი ასევე ფიქსირდებოდა ფრანგულ და გერმანულ ბაზაში. საფრანგეთმა წარსულში მოითხოვა, რომ დაკავებულს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალოს. გერმანული მხარის მონაცემებით კი, კაცი წარსულში მხილებული იყო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში და ის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგისთვის საფრთხის შემცველი იყო.
პოლონეთმა კაცი საქართველოში გამოაძევა.