"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
რამდენიმე დღის წინათ, უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში, დემნა გვასალიას ძმა, გურამ გვასალია მოექცა. ამის მიზეზი ქართველი დიზაინერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო გახდა, რომელზედაც ის ქეით მოსთან ერთადაა.
„მიყვარხარ, ქეით“,- ვკითხულობთ ფოტოს აღწერაში.
აღსანიშნავია, რომ ფოტოს გურამ გვასალიას ბრენდი, „ვეტმანიც“ გამოეხმაურა და ოფიციალური ინსტაგრამ გვერდიდან მასზე კომენტარის სახით ერთი სიტყვა „Wow" დაწერა.
View this post on Instagram
უცხოური მედია ვარაუდობს, რომ ამ ნაბიჯით, ბრიტანელმა სუპერმოდელმა და „ვეტმანის“ აღმასრულებელმა დირექტორმა საზოგადოებას ერთად ყოფნის შესახებ ამცნეს.
გამოცემა „ფეიჯ სიქსის“ ინფორმაციით, აღნიშნულ ვერსიას ამყარებს გავრცელებული ჭორებიც იმის შესახებ, რომ ქეით მოსი რჩეულს, ფოტოგრაფ ქაუნთ ნიკოლაი ვონ ბისმარკს დაშორდა.
თავად გურამსა და ქეითს გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ...
ნიშნავდა თუ არა გვასალიას პოსტი ახალი რომანის დასაწყისს - თუ ამ ნაბიჯით დიზაინერს საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სურდა - ჯერჯერობით, უცნობია.
სხვათა შორის, მანამდე საერთაშორისო პრესა ეჭვობდა, რომ გურამ გვასალიას სასიყვარულო ურთიერთობა მომღერალ ავრილ ლავინთანც ჰქონდათ. ამის მიზეზი მედიაში გავრცელებული მათი საერთო ფოტოები გახდა.. თუმცა, გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურებულა..
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში გურამ გვასალია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ცოტა ხნის წინათ, მან New York Times-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და მადონასთან „ვეტმანის“ პარტნიორობაზე ისაუბრა. როგორც გურამ გვასალიამ აღნიშნა, ბოლო 5 თვეა, მადონას სამომავლო ტურნესთვის სამოსს თავად ქმნის. მისი თქმით, მომღერალთან მუშაობა მისთვის დიდი პრივილეგია და პატივია.
დიზაინერმა რამდენიმე კომენტარი თავისი ძმის, დემნას, კარიერული მიღწევებისა და მასთან ურთიერთობის შესახებაც გააკეთა. როგორც ის ამბობს, დემნა უფროსია და ამიტომ გარკვეული შესაძლებლობები მასზე უფრო ადრე მიიღო.
ასევე ნახეთ:
როგორ გადაარჩინა ციხის უფროსმა, მოსამართლე თამარ ალანიას მამის მკვლელი დახვრეტას - ინტერვიუ