პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნანიკო ხაზარაძე „დილის ტალღასთან“ მამის მდგომარეობისა და ალცჰაიმერის დაავადების შესახებ ემოციურად საუბრობს.
ნანიკომ ისაუბრა მძიმე და მტკივნეულ გადაწყვეტილებაზე, როდესაც მამა გადავიყვანე მოხუცთა თავშესაფარში…
„ეს არის უცნაური დაავადება და არ გინდა, რომ დაიჯერო. საუბარია ჩემს ოჯახის წევრზე. უყურებ, შენი საყვარელი მამა ნელ-ნელა სხვა ადამიანი ხდება. პირველი, რაც მოდის შენგან, არის აგრესია. არ გინდა დაიჯერო, რომ რაღაც ხდება. სულ ცდილობ, დააჯერო, გაუმეორო, ახლიდან, როგორც ბავშვს გაკვეთილს ასწავლი. მერე ხვდები, რომ სულ ტყუილად ჩხუბობ...
იმ წუთისთვის, როცა ეს დაიწყო, არაფერი ვიცოდი. მისი ელემენტარული გულმავიწყობა ჩემთვის იყო ნორმალური, ერთ დღეს მივხვდი, რომ მორჩა. როცა მამას დიაგნოზმა დაიწყო გამწვავება, მას ვეჩხუბებოდი და ვუმტკიცებდი, რომ ეს ასე არ იყო… ნელ-ნელა ვისწავლე, რომ სწორი კომუნიკაცია შესაძლებელია… რადგან არ ვიცოდი, მასაც გავუმწარე ცხოვრება და მეც გავიმწარე…“
ასევე ნახეთ:
შეიქმნა მედიკამენტი, რომელიც ალცჰაიმერის დაავადებასთან ბრძოლაში გარდამტეხ როლს შეასრულებს
ისტორიაში პირველად: ექიმებმა 19 წლის მოზარდს ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს
ალცჰაიმერის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ თაგვებზე ცდისას წარმატებული შედეგები აჩვენა