1741179176
გრენლანდიის მთავრობამ ნათლად თქვა, რომ კუნძული არ იყიდება, ეს ჩვენმა მთავრობამაც თქვა - მეთე ფრედერიქსენი

გრენლანდიის მთავრობამ ნათლად თქვა, რომ გრენლანდია არ იყიდება და ეს ჩვენმა მთავრობამაც თქვა, – ასე გამოეხმაურა დანიის პრემიერ-მინისტრი მეთე ფრედერიქსენი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ასე თუ ისე აშშ გრენლანდიას მიიღებს.
დანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, გრენლანდიას ყველაზე მეტად სურს, რომ იყოს გრენლანდია.
მეთე ფრედერიქსენის განცხადებით, დანიას სურს გრენლანდიასთან თანამეგობრობის შენარჩუნება და ის უნდა განვითარდეს, რომ „გახდეს უკეთესი, უფრო თანამედროვე, აგებული თანასწორობასა და პატივისცემაზე“.
მეთე ფრედერიქსენმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპთან არ უსაუბრია, თუმცა დანიის მთავრობა აწარმოებს მუდმივ დიალოგს აშშ-ის ადმინისტრაციასთან.