ვატიკანში დრო გაჩერდა - უკვე 23-ე დღეა, ექიმები რომის პაპის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ
1741545296
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე განვითარების სამი სავარაუდო სცენარის შესახებ დაწერა, რომელთაგან ერთი მშვიდობაა, მეორე - მარცხი, ხოლო მესამე - განადგურება და კაპიტულაცია.
„ახლა ჩვენ გვაქვს სამი ვარიანტი: მშვიდობა, მარცხი და განადგურება და კაპიტულაცია. სამწუხაროდ, ხელისუფლებას მეორე და მესამე ვარიანტისკენ მივყავართ“, - დაწერა გონჩარენკომ.
მან ასევე გაიხსენა რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტზე, ჯეი დი ვენსზე უკრაინელი აქტივისტების თავდასხმა, როცა ის თავისი სამი წლის ქალიშვილთან ერთად სეირნობდა. „რას მივაღწევთ ვენსის სამი წლის გოგოზე თავდასხმით? ის საკუთარ პოზიციას შეცვლის და აშშ-ში არსებულ მთელ შეიარაღებას ჩვენ მოგვაწვდის?“, - დაწერა გონჩარენკომ.
მისი თქმით, ამერიკის გარეშე არაფერია შესაძლებელი. გონჩარენკომ მოუწოდა იმ ხალხს, ვინც აშშ-ში უკრაინის მხარდამჭერ მიტინგებს აწყობს, ჩამოვიდეს უკრაინაში. „თქვენ აქ უფრო გვჭირდებით“, - დასძინა უკრაინელმა დეპუტატმა.