ვატიკანში დრო გაჩერდა - უკვე 23-ე დღეა, ექიმები რომის პაპის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ
1741545296
არსებობს უამრავი კვლევა, რომლის თანახმადაც, გვიან ასაკში შვილების გაჩენასაც აქვს სარგებელი, მათ შორის, მეცნიერები მეხსიერების დიდხანს შენარჩუნებას და სიცოცხლის გახანგრძლივებას ასახელებენ. ამ მიზეზებს მეცნიერები კიდევ ერთს ამატებენ, თუ რატომაც არის ორსულობის გადადება სწორი არჩევანი - ეს არის ალბათობა,რომ ქალმა უფრო ჭკვიანი შვილები გააჩინოს.
ლონდონის ეკონომიკის სკოლის მკვლევრებმა შეაჯამეს ათეულობით კვლევის მონაცემები და დაადგინეს, რომ ხანდაზმულ დედებს, განსაკუთრებით 30 წელზე უფროსი ასაკის დედებს, უფრო მეტად ჭკვიანი ბავშვები ჰყავთ, ვიდრე იმ ქალებს, რომლებმაც 20 წლის ასაკში იმშობიარეს.
18 000 ბრიტანელი ბავშვის კვლევამ აჩვენა, რომ 30-დან 40 წლამდე ასაკის დედების შვილებმა კოგნიტურ ტესტებში აჯობეს 20+ ან 40+ ასაკის დედების შვილებს. კვლევამ შეამოწმა მათი კითხვის, აზროვნების და მეხსიერების უნარები 10 ან 11 წლის ასაკში.
მკვლევრებმა შედეგები დაასაბუთეს კიდეც. მათი აზრით, ქალების ნაწილმა, რომლებმაც გადადეს ორსულობა, დრო უქმად არ დაკარგეს, მიიღეს კარგი განათლება და შესაბამისად, გაიკეთეს კარიერაც. შედეგად, 30 წლის დედებს შეუძლიათ თავიანთ პატარებს შეუქმნან უკეთესი პირობები, მისცენ მეტი რესურსი (მათ შორის ფინანსური) და არ მოაკლონ არც ყურადღება, რადგან ისინი უკვე შემდგარი და დასაქმებული ქალები არიან.
ამავდროულად, ანალიზმა აჩვენა, რომ მშობიარობის დაგვიანებაც და 40 წელზე ზემოთ მშობიარობამაც შეიძლება დააზიანოს ქალის და ბავშვის ჯანმრთელობა. ამ დროს იზრდება თანდაყოლილი დეფექტების, დაბალი წონის, საშვილოსნოსგარე ორსულობის და სხვა პრობლემების რისკიც.
ასე რომ, ნუ დაელოდებით მაინცდამაინც 40 წლის ასაკს, მაგრამ არ ინერვიულოთ, თუ უკვე გადალახეთ 20 წლის ზღვარი, მაგრამ არ გაგიჩენიათ შვილი - წინ ჯერ კიდევ დიდი დრო გაქვთ.