„გაზმა გაჟონა, სახლში მარტო იყო...“ - მოზარდი ტრაგიკულად დაიღუპა
1741550016
დაზარალებული არასრულწლოვნები კახეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ.
ფაქტის შესახებ, მაშინ გახმაურდა, როცა 15 წლის გოგონას შვილი შეეძინა.
გაუპატიურების ფაქტის შესახებ, არასრულწლოვანის და ალაპარაკდა, რომელიც ჰყვებოდა, რომ ორივე მათგანზე, დედის მეგობარი მამაკაცი ძალადობდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე და 140- ე მუხლებით დაიწყო, რაც გაუპატიურებასა და წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს.
დახურული სასამართლო პროცესი თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი დადასტურებულად მიიჩნია და შუა ხნის მამაკაცს, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რა დევს საქმეში და რას ამბობს ექსპერტიზა?
"პრაიმტაიმმა"მძიმე საქმის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი ექსკლუზიურად მოიპოვა.
გამოძიების დაწყების პროცესში, საკუთარ ჩვენებაში 15 წლის მოზარდი შუა ხნის მამაკაცთან სქესობრივ კავშირს ადასტურებდა, თუმცა თვლიდა, რომ ბავშვი ყოფილი „ქმრისგან“ შეეძინა. მამაკაცი, რომელსაც არასრულწლოვანი ქმრად მიიჩნევდა, საქმის მიმდინარეობის მომენტში ძალადობისათვის იხდიდა სასჯელს.
თავად მსჯავრდადებული საერთოდ უარყოფდა გოგონასთან სქესობრივ კავშირს და გამორიცხავდა ბავშვის მამობას.
საქმეზე დანიშნულმა გენეტიკურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ 15 წლის გოგონას ბავშვი არა „ყოფილი ქმრის“, არამედ ამ საქმეზე მსჯავრდადებული პირისგან შეეძინა.
რაც შეეხება, მეორე არასრულწლოვან დას, გოგონა ჩვენებაში ადასტურებდა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მამაკაცი მასზეც ძალადობდა. ასევე, არასრულწლოვანმა ერთ-ერთ ჩვენებაში, 10 წლის ასაკში მასზე განხორციელებული ძალადობის სხვა ფაქტზეც ილაპარაკა. შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს მოზარდის მონაყოლი, დახურულ სასამართლო სხდომებზე აღარ გამოკვლეულა.
"პრაიმტაიმისათვის"ცნობილი გახდა, რომ არასრულწლოვანი დები ხშირად არ ესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. სკოლის დირექციისათვის ცნობილი იყო ის ფაქტიც, რომ ოჯახის წევრების მიმართ, მათ შორის შვილებზე განხორციელებული მუქარისათვის დაკავებული იყო და სასჯელს იხდიდა, გოგონების მამაც, თუმცა მიმართა თუ არა დირექციამ მანდატურის, ან სოციალურ სამსახურს, ამის შესახებ სკოლაში ფაქტობრივად არაფერს ამბობენ.
" მინდა გითხრათ, რომ სკოლას ყველაფერზე აქვს სათანადო რეაგირება. კონფიდენციალურია და ვერაფერს გეტყვით"--განაცხადა სკოლის დირექტორმა.
კომენტარზე უარს ამბობენ სოციალურ სამსახურშიც, თუმცა კერძო საუბარში განმარტავენ, რომ გამოძიების პროცესსა და სასამართლო სხდომებში საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სრულფასოვნად მონაწილეობდნენ.
მედიასთან კონტაქტზე უარს ამბობს თავად მსჯავრდადებულის ოჯახიც.
რა პოზიცია აქვს და რა გახადა სადაო სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულის ადვოკატმა?
ადვოკატი დავით ახალაური " პრაიმტაიმთან" საუბარში განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას თითქმის არცერთ ნაწილში ეთანხმება:
" მე ვთვლი, რომ გაუპატიურების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ჩემი არგუმენტები ემყარება იმას, რომ უფროსი გოგონა მანამდე გათხოვილი იყო, მას ჰქონდა გარკვეული გამოცდილება და მე მჯერა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან კავშირი გახლდათ ნებაყოფლობითი. გარდა ამისა, მსჯავრდებული და გოგონები ერთმანეთთან გარკვეულ კომუნიკაციას აგრძელებდნენ და ჩვეულებრივად მოძალადესთან ურთიერთობაში, ცხადია აღარ დარჩებოდნენ. ასევე მჯერა, მამაკაცისათვის არ იყო ცნობილი, რომ უფროსი გოგონა 16 წელს მიუღწეველი პირია. ასე, რომ წინასწარ შეცნობას ადგილი ვერ ექნებოდა.
რაც შეეხება მეორე მოზარდს, საქმეში მხოლოდ ჩვენება დევს და მისი გაუპატიურების რაიმე სარწმუნო მტკიცებულება, ან ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს. განაჩენს ამ ნაწილშიც არ ვეთანხმები. ასევე საქმეში არ იკვეთება, რომ სოციალურმა სამსახურმა სრულად გამოიყენა საკუთარი უფლებამოსილება ბევრი არასასურველი შედეგის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით დავარწმუნოთ სააპელაციო სასამართლო, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის შემადგენლობა საქმეში არ არის, ასევე ადგილი არ ჰქონია წინასწარ შეცნობას 140- ე მუხლის თანახმად და სასჯელი უნდა შემცირდეს"- განმარტა დავით ახალაურმა.
არასრულწლოვანი დების საქმე სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში უკვე გასაჩივრებულია.როდის ჩაინიშნება პროცესი ზემდგომ ინსტანციაში ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ადვოკატი ამბობს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენს ელოდება.